
ჩვენ ვყიდითპროდუქტსდა არა ნახვებს.
Xurjin აკავშირებს ბრენდებსა და კრეატორებს. გააზიარე პროდუქტები პირადი ბმულებით, აღრიცხე ბრენდის საიტზე მიღებული გაყიდვები და ნახე დარიცხული საკომისიო ლარში.
რეგისტრაცია უფასოა
ბრენდებისთვის
მიაწვდინე ხმა ახალ მომხმარებლებს სანდო კრეატორების მეშვეობით.
გაიგე მეტი
კრეატორებისთვის
გადააქციე შენი კონტენტი რეალურ შემოსავლად საყვარელ ბრენდებთან ერთად.
გაიგე მეტიროგორ მუშაობს Xurjin
Xurjin ბრენდებსა და კრეატორებს აკავშირებს. კრეატორები აუდიტორიას ბრენდების პროდუქტებს ურჩევენ, პლატფორმა კი მათი პირადი ბმულებით მიღებულ გაყიდვებსა და დარიცხულ საკომისიოს აღრიცხავს.
ბრენდი ქმნის შეთავაზებას
ბრენდი აკავშირებს საკუთარ ონლაინმაღაზიას, ამატებს პროდუქტებს და თითოეულზე ადგენს საკომისიოს. კრეატორი პროდუქტებსა და პირობებს წინასწარ ხედავს და შემდეგ წყვეტს, სურს თუ არა თანამშრომლობაზე განაცხადის გაგზავნა.
კრეატორი ირჩევს და აზიარებს
კრეატორი ბრენდს უგზავნის განაცხადს. ბრენდის თანხმობის შემდეგ ირჩევს პროდუქტს, ეთანხმება საკომისიოს პირობებს და ქმნის პირად ბმულს, რომელსაც საკუთარ აუდიტორიას უზიარებს.
ორივე მხარე ხედავს შედეგს
მყიდველი ბმულით გადადის ბრენდის საიტზე და იქ ყიდულობს პროდუქტს. როცა საიტი ბმულთან დაკავშირებული გაყიდვის მონაცემებს გვაწვდის, Xurjin შეთანხმებული პირობებით ითვლის კრეატორის საკომისიოს. ორივე მხარე ხედავს კლიკებს, გაყიდვებსა და დარიცხულ საკომისიოს.
ბრენდებისთვის: გადაიხადე შედეგში.
მიაწვდინე ხმა მომხმარებელს სანდო კრეატორების მეშვეობით. შეთავაზებასა და პარტნიორებს თავად ირჩევ. იხდი მხოლოდ რეალური გაყიდვის საკომისიოს.
შექმენი ბრენდის ანგარიშირეგისტრაცია უფასოა- პირობებს შენ ადგენ
- თითოეული პროდუქტის საკომისიოს კრეატორის თანხმობამდე ადგენ.
- პარტნიორებს შენ ირჩევ
- განიხილე განაცხადები და აირჩიე, ვინ გააზიარებს შენს პროდუქტებს.
- შედეგები, რომლებსაც ზომავ
- ერთ სივრცეში ნახე კლიკები, გაყიდვები და დარიცხული საკომისიო — შეაფასე თითოეული თანამშრომლობის შედეგი.
კრეატორებისთვის: აქციე კონტენტი შემოსავლად.
ურჩიე აუდიტორიას პროდუქტები, რომლებსაც ენდობი. შენი ბმულებით მიღებული გაყიდვებიდან მიიღე შეთანხმებული საკომისიო.
შექმენი კრეატორის ანგარიშირეგისტრაცია უფასოა- საკომისიოს პირობები წინასწარ იცი
- ფასსა და საკომისიოს წინასწარ ხედავ. ბმული ინარჩუნებს პირობებს, რომლებსაც ეთანხმები.
- რეალური რიცხვები, ლარში
- ნახე კლიკები, გაყიდვები და დარიცხული საკომისიო. ფინანსებში დარიცხული და გადახდილი თანხები ცალ-ცალკე ჩანს.
- დრო გადაწყვეტილებისთვის
- 30 დღეში შეძენილ პროდუქტზეც შეიძლება დაგერიცხოს საკომისიო, თუ ბრენდის საიტი ინახავს და გვაწვდის ბმულის მონაცემებს.
სანამ დაიწყებ
ხშირად დასმული კითხვები რეგისტრაციაზე, გაყიდვების აღრიცხვასა და საკომისიოზე.
Xurjin მაღაზიაა?
Xurjin აკავშირებს ბრენდებსა და კრეატორებს და აღრიცხავს თანამშრომლობის შედეგს. მყიდველი პროდუქტს ბრენდის საიტზე ყიდულობს. პროდუქტზე, გადახდაზე, მიწოდებასა და დაბრუნებაზე გამყიდველი ზრუნავს.
როგორ ვიწყებ?
აირჩიე ბრენდის ან კრეატორის ანგარიში, შეავსე პროფილი და გამოგზავნე განსახილველად. ანგარიშის დამტკიცების შემდეგ შეძლებ პლატფორმით სარგებლობას. კრეატორები ბრენდებს უგზავნიან განაცხადებს, ბრენდები კი ირჩევენ, ვისთან ითანამშრომლონ.
რეგისტრაცია ფასიანია?
რეგისტრაცია უფასოა ბრენდებისა და კრეატორებისთვის. ბრენდი თითოეულ პროდუქტზე ადგენს კრეატორის საკომისიოს. კრეატორი მის ოდენობას ან განაკვეთს შეთავაზებაზე დათანხმებამდე ხედავს.
ბრენდმა საკუთარი საიტი უნდა დააკავშიროს?
დიახ. საიტმა უნდა შეინახოს კრეატორის ბმულის მონაცემები და ყოველი წარმატებული გაყიდვისას Xurjin-ს მიაწოდოს. ასე შესყიდვა შესაბამის კრეატორს დაუკავშირდება. ინსტრუქციას ბრენდის ანგარიშში, ინტეგრაციის განყოფილებაში ნახავ.
თუ ადამიანი მოგვიანებით იყიდის?
ბმულზე გადასვლიდან 30 დღეში შეძენილ პროდუქტზეც შეიძლება დაგერიცხოს საკომისიო. ამისთვის ბრენდის საიტმა გაყიდვასთან ერთად ბმულის შენახული მონაცემებიც უნდა მოგვაწოდოს. მოწყობილობის შეცვლამ ან ბრაუზერის მონაცემების წაშლამ შეიძლება ამ კავშირის აღრიცხვას ხელი შეუშალოს.
საკომისიო მთელ კალათაზე ირიცხება?
თითოეული პირადი ბმული ერთ პროდუქტს უკავშირდება. საკომისიო ამ პროდუქტზე შეთანხმებული პირობებით ითვლება და იმავე შეკვეთაში დამატებულ სხვა პროდუქტებზე ავტომატურად არ ვრცელდება.
რა ხდება შეკვეთის გაუქმებისას?
გაუქმების აღრიცხვისას შესაბამისი საკომისიო დარიცხულ თანხას აკლდება. თავდაპირველი გაყიდვის ჩანაწერი რჩება, რათა ორივე მხარემ ნახოს, რა შეიცვალა.
დარიცხული საკომისიო უკვე გადახდილია?
არა. დარიცხული საკომისიო აღრიცხული გაყიდვებიდან გამოთვლილი თანხაა. მისი გადახდა ცალკე ეტაპია. შენი ანგარიშის ფინანსების განყოფილებაში დარიცხულ და გადახდილ თანხებს ცალ-ცალკე ნახავ.